
თბილისსა და საქართველოს უმეტესს რაიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ლიბერალს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს, რომ დღეს 18:11 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები.