Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI-მ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დაასახელა

03 მაისი, 2019 15:15

IDFI-მ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დაასახელა, - დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

IDFI-ს ცნობით, 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ გაეგზავნათ 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.

„იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 7 უწყების გარდა, კიდევ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ხაზინა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა", - წერს IDFI.

ასევე, სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა: საჯარო სამსახურის ბიურო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა. IDFI-მ 282 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6,413 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მიიღო 3,653 განცხადებაზე, არასრულყოფილი - 493 მოთხოვნაზე, უარი - 33 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებულ იქნა 959 მოთხოვნა. საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (20%) არ გაასაჯაროვა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათები. ასევე პრობლემური იყო საწვავის მოხმარებაზე არსებული ლიმიტისა და ხარჯის, უწყების წინაააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ინფორმაციის მიღება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^