ხვალ, 4 მაისს აქცია „ცირკი ცხოველების გარეშე!“ გაიმართება. დღეს კი თბილისის ცირკი Facebook-გვერდმა მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მოუწოდებს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომ თბილისის ცირკის ტერიტორია (კიბეების დასაწყისიდან ცირკის უკანა სამანქანო სადგომის ჩათვლით) არის კერძო საკუთრება.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კერძო ტერიტორიაზე შემოჭრა არის კანონდარღვევა.
პატივისცემით თბილისის ცირკი !!“