საჯარო ფორუმი“Talking Environment” – „გარემოს ქმნი შენ“ -ყველაზე მასშტაბური საჯარო ღონისძიება გარემოს დაცვის საკითხებზე გაიმართება 5 მაისს (12:15) საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი).
ღონისძიებას დაესწრება ფართო საზოგადოების, ახალგაზრდობის, სამოქალაქო საზოგადოების, პროექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 400-ზე მეტი წარმომადგენელი.
ფორუმის მიზანია გარემოს დაცვის, განსაკუთრებით, ნარჩენების მართვის საკითხებში, ფართო საზოგადოების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა.
მთავარი მომხსენებლები:
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
კახა კუჭავა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე
ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი
მაიკე დამენი, საერთაშორისო ექსპერტი
ხათუნა გოგალაძე, გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი
ნინო თევზაძე, CENN.
ფორუმი ტარდება ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში, ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში.