Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რომლებიც „მიჯირყვნეთ“, ყველაზე წარმატებული გუნდი იყო", - ზვიად რატიანი

04 მაისი, 2019 18:57

„წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რომლებიც ამჯერად „მიჯირყვნეთ“, ორი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო ლიტერატურისა და წიგნიერების მიმართულებით", - ასევე ეხმაურება პოეტი ზვიად რატიანი  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას კულტურის მიმართულების მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ების გაერთიანებაზე. გთავაზობთ მის მიმართვას, რომელსაც facebook-ზე ავრცელებს:

„კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ,

მონობა არაა დასაძრახი, თუკი ძალით დაგიმონეს, მაგრამ თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები და შეულებელია, რაიმე გაკავშირებდეთ კულტურასთან, რადგან კულტურა, პირველ რიგში, სწორედ თავისუფლებაა.

წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, რომლებიც ამჯერად „მიჯირყვნეთ“, ორი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო ლიტერატურისა და წიგნიერების მიმართულებით. მათ შეძლეს და მთელი მსოფლიოს თვალში აღადგინეს საქართველოს გვარიანად შელახული რეპუტაცია, შელახული - პირველ რიგში - თქვენი და თქვენი ბოგანო პატრონის მიერ.

ბატიაშვილზე არაფერი ვიცი გარდა ერთისა - გვარი გაამართლა! გიორგაძეს მინისტრის პორთფელში ყუმბარა ჩაუდეს და ისე გადასცეს, და მანაც პირნათლად შეასრულა დავალება - ეს ყუმბარა საყდრისში შეაგდო. პლიუს, ქელეხის თავიქალი ბერიკაშვილი, საქართველოს „სახედ“ რომ ამზადებდით ფრანკფურტისათვის, რათა იქ ჩურჩხელები და ასაწყობი ეკლესიები ჩაეტანა და საქვეყნოდ მოგვჭროდა თავი. მაშინ გადავრჩით, არ გაგივიდათ.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელსაც მწერალთა სახლი აწყობს, უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის მწერალმა იმონაწილევა და გაიყოლა მხოლოდ კარგი მოგონებები, რომლებსაც სხვებსაც გაუზიარებდა, რომლებსაც სხვებსაც, მათსავით მნიშვნელოვან ადამიანებს გაუზიარებდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მართლა შეუძლებელი შეძლო წიგნის ცენტრმა, ევროპაში დღემდე ლაპარაკობენ და წერენ საქართველოს განსაკუთრებულობის შესახებ. ერთადერთი შავი ლაქა, რაც ფრანკფურტის ბაზრობას ახლდა, ჩვენი ვითომ-ვითომ პრემიერის გამოსვლა იყო, უფრო სწორად, სადღეგრძელო. თავის მოჭრა! მესამე რიგში გამოჭიმული გაუთლელი კალაძეც კი დასცინოდა.

ჰოდა, მერე რას აპირებთ, როცა ეგ თქვენი მანიაკი ბიძინა თქვენც გაგაპანღურებთ? მერე როგორ უნდა იკაცოთ და იმართლოთ თავი? რამდენი ფულიც არ უნდა მოკუჭოთ, მაინც მაგარი საცოდავები ხართ", - წერს რატიანი.

სამინისტრო „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა“ და „მწერალთა სახლის“ გაერთიანებას აპირებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^