კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აპრილის თვის სტატისტიკას აქვეყნებს.
„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გასულ თვეში დედაქალაქში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 7281 ღია კამერიანი აკრძალული, მკვლელი წყალგამაცხელებელი და გაზგამათბობელი ჩახსნეს.
გასულ თვეში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა მკვლელი წყალგამაცხელებელიდა გაზგამათბობელი ჩახსნეს – სამგორი 1441, ჩუღურეთი 895, სანზონა 888, ისანი-ვაზისუბანი 884, ნაძალადევი 729, გლდანი 672, კრწანისი 451, მთაწმინდა 398, საბურთალო 331, ვაკე 181, დიდუბე 145, ნუცუბიძე 131, დიღომი 89, წყნეთი 46, სულ 7281.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს შეახსენებს, რომ ღია კამერიანი გაზის გამათბობლებისა და წყლის გამაცხელებლების თვითნებური, კუსტარული მონტაჟი საცხოვრებელ ფართებში არის საშიში და აკრძალული.