ისრაელსა და ღაზას შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
„ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზის სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092.
ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგებო ვითარებაში მოქმედების ინსტრუქციას შემდეგ ბმულზე: http://israel.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2599&lang=1“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.