გორის რაიონის სოფელ ქვეშში ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სუს-ში დაუდასტურეს. მათი ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.