დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხდომის დასრულებისთანავე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე მიმართავენ.
საქმე ეხება შრომის კოდექსში ცვლილებას და 12 მაისის სტატუსის განსაზღვრას.
„მოგეხსენებათ, 12 მაისი არის დასვენების დღე ისედაც, არის ანდრია მოციქულის ხსენების დღე და ამასთანავე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე - მოგეხსენებათ ამის თაობაზე იყო საპატრიარქოს ინიციატივა და ეს ინიციატივა იქნება ასახული შესაბამის კანონპროექტში“, - განაცხადა კობახიძემ.