Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომისიამ შექმნა ისტორია, რითაც მეწილეს სასამართლოში სარჩელის შეტანის საშუალება მიეცა - კორძაია

07 მაისი, 2019 12:36

„თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მედია, პრაქტიკულად, შეწყვეტს არსებობას, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, მაშინ, როცა კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო საკითხის განხილვა, „რუსთავი 2-მა“ თქვა, რომ ის ყადაღის გამო  ვერ წარადგენდა დოკუმენტაციას სრულყოფილად. თუმცა კომისიამ შექმნა ისტორია, რომლითაც ერთ-ერთ მეწილეს, რომელიც კომპანიის 9%-ს ფლობს, მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა სარჩელი სასამართლოში. 

„როდესაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო ბუღალტრული ანგარიშგების საკითხების განხილვა, „რუსთავი2-მა“ მაშინ დააყენა საკითხი, რომ ის არაორდინარულ ვითარებაში იმყოფება, მის ქონებას ადევს ყადაღა და შეუძლებელია, სრულყოფილად წარადგინოს დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გეგმაზომიერად შექმნა დარღვევების ისტორია,  მერე რა, რომ მხოლოდ გაფრთხილება დააკისრა.

მთავარია ის, რომ მან შექმნა ისტორია, რომლითაც ადამიანს, 9%-ის მფლობელს, მისცა შესაძლებლობა, წარედგინა სარჩელი სასამართლოში. 26 მილიონს ითხოვს. ეს რომ დაკმაყოფილდეს, ნიშნავს, რომ ტელევიზია პრაქტიკულად იხურება. ევროპის სასამართლო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს განიხილავს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად, ეს სტანდარტი არსებობს. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც მედია, პრაქტიკულად, შეწყვეტს არსებობას, ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა,“- განაცხადა თამარ კორძაიამ.

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მეწილე, ნინო ნიჟარაძე, რომელიც კომპანიის 9%-ს ფლობს, გადაუხდელი გადასახადების გამო, კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ გუშინ „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

„რუსთავი 2-ში“ დღეს შემოვიდა 9% წილის მქონე ნინო ნიჟარაძის სარჩელი „რუსთავი 2-ის“ სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და ტელევიზიის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე გაყიდვების სახლისგან მოითხოვს, როგორც თვითონ ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონის კომპენსაციას. ჩვენთვის უცნობია, რა თანხაზეა საუბარი, თანხაზე მხოლოდ კახა ბექაურის კომისია საუბრობდა და სრული აბსურდია, თუმცა ამას ითხოვს.

ასევე ითხოვს ჩემგან, თუ რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი ოპოზიციისთვის, რომელიც გაიზარდა ხელისუფლებისთვისაც, თუმცა ის მხოლოდ ოპოზიციის ნაწილზე საუბრობს. ამბობს, რომ ამით ზიანი მივაყენე კომპანიას. არადა, ეს კანონით ნებადართული საქმიანობაა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის თქმით, ნინო ნიჟარაძე ჯამში, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს სოლიდარულად - მისგან და მეწილეებისგან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^