4 და 5 მაისს საპატრიარქოში შედგა შეხვედრა შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვსა და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელის, ფაშა ზადეს წარმომადგენელ ალი ალიევთან. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს წარმომადგენელი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრის თემა დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები იყო.
„საკითხი ეხებოდა დავით გარეჯთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას. საუბარში ხაზგასმით ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას სჭირდება მოფრთხილება და დაუშვებელია დაძაბულობის გაღვივება, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი უმნიშვნელოვანესი ქართული სიწმინდეა და შექმნილი პრობლემები სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს ჯაღმაიძე.
მისი თქმით, საპატრიარქო გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში ინტენსიურად იქნება ჩართული.