Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად ევროკავშირის პროექტი დასრულდა

07 მაისი, 2019 16:47

პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დახურვის ცერემონიაზე პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ევროკავშირის დელეგაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირების ფონზე (სტამბოლის კონვენცია), ევროკავშირის დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას სტამბოლის კონვენციის ვალდებულებების შესრულების საკითხში.  

პროექტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ხელშეწყობა საჯარო მმართველობაში გენდერული მეინსტრიმინგის ჩამოყალიბების საქმეში. საქართველოში არსებობს გენდერული თანასწორობის ჩარჩო, რომლის გაძლიერებაც მოხდა 2017 წლის ივნისში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნის გზით.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია (კომისია) იყო პროექტის მთავარი პარტნიორი და მისი ბენეფიციარი. პროექტის სხვა პარტნიორები იყვნენ: სამინისტროები (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო;  შინაგან საქმეთა სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო), უზენაესი სასამართლო; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი თვითმმართველობები (გორი და ზესტაფონი), მედია, რელიგიული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება (სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები).

პროექტმა შექმნა პლატფორმა საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას კომისიასა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, და დაეხმარება მათ, რომ გაეცნონ ექსპერტების გამოცდილებას, რესურსებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ. ამის პარალელურად, პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობდა კომისიასთან ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხებში.

პროექტი შედგებოდა ოთხი კომპონენტისგან:

  • ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
  • სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
  • ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^