Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციითა გარანტირებული და ყველა რესურსით დავიცავთ - ზურაბიშვილი

07 მაისი, 2019 16:54

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული და მის დასაცავად ყველა კანონიერ რესურსს გამოიყენებენ. ასე გამოეხმაურა ზურაბიშვილი „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ შეტევას იწყებს.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გუშინ „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რუსთავი 2-ში შევიდა 9% წილის მქონე ნინო ნიჟარაძის სარჩელი „რუსთავი 2-ის“ სხვა მეწილეების, პირადად მისი და ტელევიზიის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ.

გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე ჯამში, დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს. გვარამიას თქმით, ბრალდება აბსურდულია და მათთვის ნათელია, რომ მიზანი „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^