მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, სოსო გოგაშვილის მამა ვინ არის და სად არის დასაფლავებული საერთოდ არც იცის.
„აზრზე არ ვარ გოგაშვილის მამა სად არის დაკრძალული ან ვინ არის - ეგ ერთი. მეორე - მე აქ ვდგავარ და ვცდილობ კანონის ფარგლებში დაისაჯოს ვინც თემირლანის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. მაჩხაანში რა მინდოდა თუ მაგისი სურვილი მქონდა, როცა გოგაშვილი ცხოვრობს თბილისში. საერთოდ არ ყოფილა ეგ საუბარი, ეს არის რაღაც ფაბრიკაცია, მონტაჟი“, - თქვა „რუსთავი 2-თან“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, ის დაკავებას არ ელოდება, რადგან მიაჩნია, ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ დააპატიმრონ.
ისინი კი ყველაფერს აკეთებენ, დიდი ხანია ნებისმიერ მეთოდს იყენებენ, რომ გამანადგურონ. ეს არ მოხდება!“ - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვის დატოვების შემდეგ.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ახლა სად აპირებდა წასვლას, მაჩალიკაშვილმა უპასუხა, რომ სალოცავად მიდიოდა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ „გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე".
სუს-ის მტკიცებით, მალხაც მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს ტერაქტს გეგმავდა.