Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვის დარჩა PORSCHE, MERCEDES და BMW - სასამართლოში ბაგრატიონების დავა დასრულდა

08 მაისი, 2019 13:24

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ქონებრივი დავა სამ ავტომობილს ეხებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის თანამესაკუთრედ გამოცხადდა. ხოლო იმის გამო, რომ დავით ბაგრატიონს MERCEDES-BENZ GL 450 გასხვისებული აქვს, მას ყოფილი ცოლისთვის 15 500 ლარის გადახდა დაეკისრა. PORSCHE-ს გამოყენება კი ყოფილ მეუღლეებს თანაბრად მოუწევთ.

რაც შეეხება მესამე მანქანას, ის დავით ბაგრატიონს დარჩა.  „ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^