Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღვთისმშობლის წილხვედრად ერის გამოცხადება საპატრიარქოსა და ხელისუფლების უმეცრებაა - ბექა მინდიაშვილი

08 მაისი, 2019 14:32

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვედრობის დღედ გამოცხადდა.

როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა, საკითხს, რომ ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, სიმბოლური დატვირთვა აქვს  და  მნიშვნელოვანია, საქართველო ასევე ოფიციალურად გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად. 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წერს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრად სახელმწიფოს, ერის გამოცხადება არის საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების უმეცრების, ამპარტავნების, ქრისტეს მოძღვრებისგან განდგომის უმძიმესი ცოდვა.

„ქართული მესიანიზმი, მითი იმის შესახებ, რომ ქართველი ერი არის გამორჩეული სხვა ერთა შორის, ერესი და მკრეხელობაა, რადგან ახალი აღთქმა არაორაზროვნად უაყოფს რომელიმე ერის გამორჩეულობის, უპირატესობის დოქტრინას, მეტიც, - უარყოფს ღმერთის წინაშე ერების რელიგიურ მნიშვნელობას, რადგან, ამავე მოძღვრების თანახმად, ღვთის მფარველობით კონკრეტული პიროვნება სარგებლობს და არა - ერი. როგორც მოციქული პავლე წერს, „ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა. რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ. არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ (გალატელთა, 3. 25 - 28)," - წერს ბექა მინდიაშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^