Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შალვა ნათელაშვილი: დაანებეთ „მამიდას“ თავი და სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ

08 მაისი, 2019 16:36

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი როენა ხუცურაულის დაკავებას გამოეხმაურა. „სამთავრობო პროსტიტუციას მიხედეთ და ამ ქალს თავი დაანებეთ, არავისთვის ვნება მაინც არ მოაქვს თქვენგან განსხვავებით“, - წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე.

როენა ხუცურაული მეტსახელად „მამიდა“ სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დღეს დააკავეს. ამავე ბრალდებით მასთან ერთად კიდევ 4 პირია დაკავებული.

„დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულია როენა ხუცურაული, მეტსახელად „მამიდა"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^