Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არიან საქართველოში 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის ორგანიზატორები

08 მაისი, 2019 18:46

„მედიის განვითარების ფონდი“ საქართველოში რუსული რბილი ძალის მოქმედებაზე კვლევას აქვეყნებს. კვლევა, სახელწოდებით „რუსული სამყარო საქართველოში“ 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებსაც ეხება.

MDF-ის კვლევით, რუსეთის ხელისუფლების დაფუძნებული ფონდი „რუსული სამყარო“ საქართველოში სხვადასხვა დონეზე 46 სუბიექტთან თანამშრომლობს. MDF ამ სუბიექტებიდან 5 ორგანიზაციაზე წერს, რომლებსაც ანტიდასავლური მედიაგამოცემები ყველაზე აქტიურად აშუქებენ. 

„რუსული სამყაროს“ ამ პარტნიორი ორგანიზაციების მთავარი პოლიტიკური აქტივობა სწორედ Бессмертный полк Грузии -  „ქართული უკვდავი პოლკის“ მსვლელობაა, რომელიც საქართველოში 2019 წლის 9 მაისს მესამედ გაიმართება.

„ღონისძიების წინასაორგანიზაციო შეხვედრა 2019 წლის 2 მაისს თბილისში ჩატარდა და მსვლელობა კუს ტბიდან ვაკის პარკამდე 2019 წლის 9 მაისს დაანსონდა. მსვლელობის ორგანიზატორია ევრაზიული კავშირის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე.

მსვლელობის უერთდება „ახალი სოციალისტური მოძრაობის“ თავმჯდომარე თემურ ფიფია და „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელი ტარას გაგნიძე, რომელიც ანტიდასავლური გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ მფლობელია.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, წინა წლებისგან განსხვავებით ღონისძიებას არა იმიტაციის, არამედ რეალური მსვლელობის სახე ექნება“, - ნათქვამია „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაში.

MDF წერს, რომ თბილისის გარდა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობებს აანონსებენ „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ დირექტორი ანჟელიკა ზახაროვა და მისი მეუღლე, ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრი და მრავალეროვნულ საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის დირექტორი რევაზ გოგიძეც. „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთი აქტიური პარტნიორია.

თბილისში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წევრი ტრისტან წითელაშვილიც.

როგორც MDF წერს, საქართველოში „უკვადავი პოლკის“ მსვლელობებში მონაწილეობას გასულ წელსაც „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ და რუს თანამემამულეთა საერთაშორისო კავშირი „ოტჩიზნა“ იღებდა.

ეს ორგანიზაციები „რუსულ სამყაროსთან“ დაკავშირებულები არიან. „რუსული სამყარო“ კი ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებს და მისი კონცეფციით, რუსული ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ისახავს მიზნად.

რუსეთში 2017 წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში ვლადიმერ პუტინიც იღებდა მონაწილეობას. „უკვდავი პოლკის“ ვებგვერდზე კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გვხვდება.

წაიკითხეთ კვლევა სრულად 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^