Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ხსნის ირაკლი სესიაშვილი სუს-ის მოქმედების ლოგიკას მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე

08 მაისი, 2019 21:15

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „ტვ პირველთან" ინტერვიუში საუბრობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ქმედებაზე და მაღალ შეფასებას აძლევს მას.

ის ამბობს, რომ თავიდან მასაც გაუჩნდა კითხვები თუმცა, რომ დაფიქრდა მიხვდა, რომ ეს იყო მაღალი სტანდარტის, პროფესიონალური მოქმედება.

იგულისხმება სუსის მიერ ბრიფინგის მოწყობა, მალხაზ მაჩალიკაშვილის დადანაშაულება მკვლელობის, სუსის კვალიფიკაციით, ტერორისტული აქტის, მომზადებაში, და ამავდროულად მაჩალიკაშვილის თავისუფლად ყოფნა.

სესიაშვილმა საუბარი დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაზე საუბრით, და თქვა რომ სააკაშვილი აუცილებლად დაიჭერდა მაჩალიკაშვილს, და მერე დაიწყებდა გამოძიებას. ხოლო ისინი ("ქართული ოცნების" ხელისუფლება) ასე არ იქცევიან.

ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის, კითხვაზე, თუ როგორ მოხდა ბრიფინგით დანაშაულის პრევენცია, და პირიქით, თუ სუსის ბრალდებებს ვირწმუნებთ, ხომ არ მოხდა დანაშაულის პროვოცირება, სესიაშვილმა თქვა, რომ ჟურნალისტი მის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებს, ხოლო თვითონ რასაც საუბრობს, ლოგიკურია. 

სესიაშვილი იმეორებს, რომ ამ ბრიფინგით დანაშაულის პრევენცია მოხდა. მას მოჰყავს მაგალითი, როდესაც დამნაშავე იღებს დანას, ხოლო პოლიციელი იარაღი მუქარით დანის დაგდებას სთხოვს, და ადარებს სუსის ბრიფინგს.  ჟურნალისტი ცდილობს  რესპოდენტი დაარწმუნოს რომ ეს მაგალითი ამ შემთხევევასთან კავშირში არ არის, თუმცა სესიაშვილს ასე არ მიაჩნია. 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რომ დალოდებოდნენ მაჩალიკაშვილის მიერ ქმედებების განხორციელებას, და შემდეგ რაიმე შეცდომის გამო გოგაშვილის ოჯახს საფრთხე დამუქრებოდა, მერე ამაში სუს-ს დავადანაშაულებდით, ახლა კი სუსმა ვითარება განმუხტა. 

ვითარების განმუტვაში სესიაშვილი კვლავ ბრიფინგის მოწყობას გულისხმობს, და მიაჩნია, რომ დანაშაულის მომზადებაში მხილება ამ დანაშაულის პრევენციაა, თუნდაც პოტენციური დამნაშავე თავისუფალი იყოს. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა. სუსმა აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა, რაზეც მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ამ საუბარს ვერ იხსენებს, თუმცა, გამწარებულ გულზე უარესი რაღაცებიც უთქვამს, მაგრამ დანაშაული არასოდეს ჩაუდენია, არც გეგმავს ამას და საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლას კანონის ფარგლებში აგრძელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^