უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ თსუ-ში დაუდასტურეს.
ინფორმაციას ადასტურებენ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურშიც.მათი თქმით, ნინო გვენეტაძე უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.
თსუ-ში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოდგილე ჰყავს,- ნინო ოკრიბელაშვილი სამეცნიერო, ნინო გვენეტაძე კი სასწავლო მიმართულებებს უხელმძღვანელებენ.
„ნინო ოკრიბელაშვილს და ნინო გვენეტაძეს აქვთ დიდი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება, არიან არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი“,- აცხადებენ უნივერსიტეტში.
ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის აგვისტოში განაცხადა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებდა.