ამ წუთებში ე.წ. უკვდავი პოლკის წევრები და მათი მომხრეები ვაკის პარკში მსვლელობას მართავენ.
გამომსვლელები სკანდირებენ „დიდება დიდ სტალინს“, მათ ხელში საბჭოთა დიქტატორის სურათები და წითელი დროშები უჭირავთ.
ერთ-ერთი გამომსვლელი ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები ამისკენ.
„უკვდავი პოლკის" მსვლელობა, რომელიც რუსეთში დაარსდა, წელს საქართველოშიც იმართება.