ჭიათურა-საჩხერის გზასთან, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაშორებითაა.
მათივე განმარტებით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ.