ხაშურში ცოლის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 1976 წელს დაბადებული ვ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1964 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა“,- აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.