Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოჯახში 2-ზე მეტ მანქანაზე მოსაკრებელი და ძველ უბნებში მანქანით გადაადგილების აკრძალვა - კომიტეტის რეკომენდაციები

10 მაისი, 2019 12:35

თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში გამოქვეყნდა. 

ანგარიშის ერთ-ერთი თავი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენების ხელშეწყობას ეხება. 

რა მდგომარეობაა სატრანსპორტო სექტორში 

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ამძიმებს ავტოპარკის ყოველწლიური ზრდის დინამიკა და მოძველებული ავტომანქანების დიდი რაოდენობა. ავტოპარკის 46% ოც წელზე ძველია, ხოლო 10 წელზე ძველი ავტოპარკის რაოდენობა 9%-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან სრულად ამოქმედდა ტექდათვალიერება. ხოლო 2018 წელს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით დაწესდა აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლი, ეს საკმარისი არ არის. 

ამაზე საუბარია ერთიანი აუდიტის ანგარიშშიც.  კერძოდ, ავტომობილების სავალდებულო შემოწმების სახელმწიფო კონტროლის სისტემა და მექანიზმები შედარებით სუსტია და შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს.

ანგარიშში მოყვანილია აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ ხარებავას გამოსვლა კომიტეტზე.  მისი თქმით, 2018 წელს გამონაბოლქვზე დახარვეზდა 13 897 ავტოსატრანსპორტო საშუალება, განმეორებით შემოწმებაზე მისვლის შემდეგ კი გზაზე გადაადგილება აეკრძალა 2 400-ზე მეტს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი ეს ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეჩერებულია, თუ განაგრძობენ მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ ტექინსპექტირება ვერ გაიარეს. ხარებავამ განმარტა ისიც, რომ ამ მანქანების შესახებ ინფორმაციას აწვდიან ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.

ახალი ინიციატივები და რეკომენდაციები

ანგარიშის მიხედვით, თემატური მოკვლევის პერიოდში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან და გაჟღერდა ახალი ინიციატივები, კერძოდ:

✓ დაინერგოს სატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიური კლასიფიკაცია;

✓ თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავას მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავას ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავა აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს; 

ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს;

✓ შემუშავდეს შეღავათების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წაახალისებს სტუდენტების მიერ ველოსიპედებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებასა და ფეხით სიარულს; 

თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში, არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი; 

✓ ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. თბილისის მერიამ განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას მხოლოდ ქვეითთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის შესაძლებელია გამზირზე არსებული საავტომობილო ხაზიდან მხოლოდ ერთი მოქმედებდეს. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. საკითხი საჭიროებს დამატებით ანალიზს და სხვადასხვა შესაძლო გვერდითი ეფექტის გათვალისწინებას; 

✓ ზეპირ მოსმენებზე თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, აღნიშნა ძალიან საინტერესო ინიციატივა - ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება საბაგიროს მეშვეობით. სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ გაჟღერებული ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტის იდეა ძალიან დროულია და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და, რაც მთავარია, ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით.

ეკომართვის ძირითადი პრინციპები მძღოლებისთვის

ანგარიშში შეტანილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე ხელმისაწვდომი ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს ეკომართვის ძირითად პრინციპებს:

 ✓ მოვერიდოთ ავტომობილის დგომას ჩართული ძრავათი;

✓ დროულად გამოვცვალოთ ძრავას ჰაერის ფილტრი ✓ შევინარჩუნოთ საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევა;

✓ არ ვცადოთ დამატებით საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შემდეგ ჩასასხმელი მოწყობილობა ავტომატურად გაითიშება;

✓ შეძლებისდაგვარად გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს ✓ ვიმოძრაოთ ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით, რაც ამცირებს საწვავის მოხმარებას;

✓ გადაცემათა კოლოფი გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე, რაც შეიძლება გვიან ;

✓ შუქნიშანთან წითელ ფერზე მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით;

✓ წინასწარ დავგეგმოთ მოძრაობა;

✓ ნუ გავახურებთ ძრავას დაძვრამდე. დავძრათ ავტომობილი და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით, ძრავის გათბობამდე ✓ ნუ ვიმოძრავებთ ზაფხულში ზამთრის საბურავებით;

✓ მინიმუმამდე შევამციროთ კონდიციონერის გამოყენება;

✓ ნუ დავქოქავთ ავტომობილს ბუქსირებით - ამან, შესაძლოა, დააზიანოს კატალიზატორი; 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^