Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაჩალიკაშვილის ამ მდგომარეობაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“ - პანკისის სახალხო კრება

10 მაისი, 2019 16:07

პანკისის სახალხო კრება, რომელიც დღეს 15:00 საათზე გაიმართა, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო კრების განცხადებით, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროულად იქნას მიღწეული სამართლიანი მართლმსაჯულება და დაისაჯონ დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირები.

კრების განცხადებით, ისინი ამ თემის პოლიტიზებას ერიდებოდნენ და თავიანთი მხარდაჭერა რუსთაველის გამზრიზე გამართულ აქციებში არ გამოუხატავთ, თუმცა პანკისის ხეობის თითოეული მცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, გამოძიება წარიმართოს დროულად და სამართლიანად.

„უკვე წელიწად-ნახევარია, ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამრთლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოციერების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს“, - ნათქვამია კრების განცხადებაში.

პანკისის სახალხო კრების განცხადებით, მათთვის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე არამხოლოდ უსამართლო მართლმსაჯულების მაგალითია, არამედ სასამართლოს გარეშე პანკისელთა ტერორისტებად გამოცხადების გაგრძელება.

ამას ადასტურებს სუს-ის განცხადებაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიჩანაწერის კვალიფიკაცია, როგორც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა.

„რადგან ამ ფარულ ჩანაწერებში იკვეთება შვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც საუბრობს შურისძიებაზე და არა რაიმე მიზნის მიღწევაზე საზოგადოების დატერორების გზით. შესაბამისად ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა ,რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტეორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ.

ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას. ჩვენი ხეობა დაიღალა ამდენი უსამართლობისგან და პოლიტიკური სპეკულირებისგან. ჩვენი ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ვთხოვთ სათანადოდ გაიზიაროს ჩვენი წუხილები.

გაიაზროს, რომ ვახა მაჩალიკაშვილის ამგვარი მდგომარეობის შექმნაზე პასუხისმგებლობა სწორედ მის უწყებებს ეკისრებათ და შეწყვიტოს მისი დევნის და ღირსების აყრის პრაქტიკა.

ამასთან მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს პანკისის თემით მანიპულაციის მცდელობები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე პირების დროული და სამართლიანი დასჯა“, - ნათქვამია პანკისის სახალხო კრების განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^