Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

12 მაისს მახათას მთაზე ეკლესიის საზეიმო გახსნის გამო უფასო ავტობუსები იმოძრავებს

10 მაისი, 2019 17:03

12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმო გახსნაზე მრევლის მისასვლელად თბილისის მერია ავტობუსის ორ უფასო მარშრუტს დანიშნავს.

„ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან“, - ნათქვამია თბილისის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

ამის გარდა, 12 მაისს ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოიყო.

ხოლო 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „შრომის კოდექსში“ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად  ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც გამოცხადდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^