პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით სასტუმრო „მამიდას“ მფლობელმა როენა ხუცურაულმა გირაოს გადახდის შემდეგ რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გუშინ როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს (იმავე სალომეს) კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ფოტო: primenewsgeorgia.ge