აქტივისტი დათო ლაღიძე და კლუბ „ბასიანის" ერთ-ეთი მფლობელი ზვიად გელბახიანი პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის არგუმენტით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ავრცელებს. facebook-ზე ასევე ვრცელდება მათი დაკავების ვიდეო.
აქტივისტების ცნობით, ბასიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გელბახიანი და ლაღიძე შეესწრნენ სხვა პირების ჩხრეკას, გამოესარჩლნენ ამ ადამიანებს და პოლიციამ ისინი ხელის შეშლის არგუმენტით დააკავა.
„დათო ლაღიძე და ზვიად გელბახიანი დააკავეს ჩემი და ლაშას თვალწინ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოგვესარჩლნენ ოპერებთან საუბარში", - წერს facebook-ზე გურამ შევარდნაძე მაცხონაშვილი.
განახლება [03:15]: ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ლაღიძემ და გებლახიანმა პოლიციის შენობა უკვე დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი განყოფილებაში გადამოწმების მიზნით გადაიყვანა.