საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე მკვდარი იპოვეს. გარდაცვლილი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცია.
სამხედრო პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.