Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

13 მაისი, 2019 21:19

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ხდება ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაცია.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროქტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.

აღნიშნული დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 

კანონპროექტით დასჯადი გახდება, ასევე, დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც თან ახლავს ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა ანდა თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, ასევე არაერთგზის ჩადენა.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე სრულწლოვანის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება დავის უკანონო გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობაზე.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, დავის უკანონო განხილვა/გადაწყვეტა - ე.წ. „ქუჩური გარჩევა“ სრულიად ახალი დანაშაულია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება.

„ამ მუხლში ჩამოთვლილია დანაშაულის ჩადენის ხერხება, რომელიც ცალკე აღებული სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის მიზანი ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად განსხვავებული, გადავწყვიტეთ, რომ შემოგვეთავაზებინა სპეციალური შემადგენლობა 226 (1) მუხლის სახით,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს დაფიქსირდა 300-მდე დანაშაული - ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები, მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელსაც წინ უძღოდა ე.წ. „ქუჩური გარჩევა“.

„ამ კანონპროექტით, პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ იმას, რომ თავიდან ავირიდოთ დანაშაულის უფრო მძიმე შემთხვევები, ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანებები, მკვლელობის მცდელობები იმ გზით, რომ ადრეულ ეტაპზე, რა ქმედებაც ამ ტიპის დანაშაულებებს წინ უძღვის, ეს ქმედებები დავსაჯოთ სისხლის სამართლის წესით,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^