Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი კანონპროექტით, ცხოველებისთვის კუდისა და ყურების მოჭრა დაუშვებელი იქნება

14 მაისი, 2019 13:43

პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ოთარ დანელიას და კიდევ 7 დეპუტატის ინიცირებულ კანონპროექტზე დადებითი დასკვნა ბიუროს სხდომამ 13 მაისს გასცა.

კანონპროექტით, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა კუდისა და ყურების კუპირება (მოჭრა). ასევე კლანჭებისა და ეშვების დამახინჯება, ხმის იოგების მოცილება და სხვა ვეტერინარული პროცედურები, რომელიც ცხოველის გარეგნობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციების შესაცვლელად იქნება გამიზნული.

„შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტის მე-10 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია:

ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია შინაური ბინადარი ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, კუდისკუპირება, ხმის იოგების, კლანჭების და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, სმენისდაქვეითება და სხვა), ასევე, შინაური ბინადარი ცხოველის სხეულის ნაწილის, რბილი ქსოვილების ან/და ძვლების, სტრუქტურის შეცვლა.

გამონაკლისს წარმოადგენს შინაურბინადარი ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები.

ახალი კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^