ბენდ Thirty Seconds To Mars-ის კონცერტი, რომლის სოლისტიც ჯარედ ლეტოა, „ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს გაიმართება.
Thirty Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, ჯარედ ლეტომ და შენონ ლეტომ შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie უკავშირდება, რომელიც ისეთ ჰიტებს მოიცავდა, როგორებიცაა "Attack","The Kill", "From Yesterday" და "A Beautiful Lie“.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 მაისს, საიტებზე TKT.ge და Eventer.ge. ბილეთის ფასი 50-დან 200 ლარამდე იქნება.