Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: „ოცნებამ” და მისმა მხარდამჭერებმა თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან

14 მაისი, 2019 16:59

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებს, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები.

ვიდეო► დადიანების სასახლესთან სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა

14  მაისს ტელეკომპანია „ოდიშმა” გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას რამდენიმე პირი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს. გარდა ამისა, ჩანაწერში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე პირი ჟურნალისტებზეც ძალადობს და ხელს უშლის საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში, ასევე, განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას. ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელებისიდენტიფიცირება.

დღესვე ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება  ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი.

გარდა ამისა, 13 მაისს „რუსთავი 2”-ზე გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი ღიად აცხადებდა, რომ მათი ხმების სანაცვლოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფულად დახმარებას სთავაზობდნენ. ასეთი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

მოვუწოდებთ:

  • სამართალდამცავ უწყებებს, სასწრაფოდ გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და შესაბამისი პირები მისცენ პასუხისგებაში;
  • პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^