ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. მან განაცხადა, რომ ძალიან კარგი აღქმა აქვს საქართველოს რეალობისა და არაფორმალური თამაშის წესების.
„მე ძალიან კარგი აღქმა მაქვს, ჩემი აზრით, საქართველოს რეალობის და დამერწმუნეთ, ბევრზე უკეთესად მესმის, რა არაფორმალური თამაშის წესები შეიძლება არსებობდეს. ამ არაფორმალური თამაშის წესებზე მქონდა ძალიან ღია და გახსნილი მოლაპარაკება, სანამ ამ თანამდებობას დავიკავებდი. მქონდა სრული შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ არ ვიმუშავებდით სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა წესებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამართლდა და რაღაც გამონაკლისები მოხდა, სამწუხაროდ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.