Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური მუშაკების პროფკავშირი: მხარს ვუჭერთ ლგბტქი ადამიანების ბრძოლას თანასწორობისთვის

15 მაისი, 2019 16:50

სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ლგბტქი თემს მხარდაჭერას უცხადებს. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 17 მაისს აღინიშნება, პროფკავშირი თემის პრობლემებზე წერს და ლგბტქი ადამიანებს ღირსეული ცხოვრებისთვის ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება.

სოცმუშაკთა პროფკავშირის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პრობლემურ საკითხებს წარმოაჩენს.

რადგან საჭიროა, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა შეცვალონ პოლიტიკა, კანონი და ინსტიტუტებისა თუ მომსახურების მოწყობის წესი ისე, რომ უპასუხონ ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

„ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ხშირი პრაქტიკიდან ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო, უპერსპექტივო და ჩაგრული ადამიანი და ასევე ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო ტრანსგენდერი ადამიანი, რომელსაც საქმე საქმეზე რომ მიდგეს თავშესაფარშიც ვერ მოათავსებ, ვინაიდან „ვერ გაურკვევიათ“ სად არის მისი ადგილი კაცებთან თუ ქალებთან?

ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ჰომოფობიური ნიშნით ძალადობენ მშობლები შვილებზე და შემდგომ ეს ბავშვები დაუსრულებლად იცვლიან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებს, ვინაიდან არც მიმღები მშობელი, არც სერვისპროვაიდერი არ არის სათანადო ცოდნით, მეთოდოლოგიით და ღირებულებებით აღჭურვილი, რომელიც სწორად უპასუხებს ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს.

ვიცით, რას ნიშნავს ჰომოფობიური ბულინგით გატანჯული ბავშვების ყოველდღიური მძიმე ყოფა, რომელსაც ვერაფრით ეხმარები, რადგან გარემო გაჯერებულია სტერეოტიპული განწყობებით“, - წერს სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფკავშირი.

სოცმუშაკების განცხადებით, ყველა სოციალური პრობლემა ბევრად უფრო მწვავდება, როცა პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანი ლგბტქი თემის წევრია. ამიტომ პროფკავშირი თემს თანასწორობისთვის ბრძოლაში მხარს უჭერს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ლგბტქი ადამიანების ბრძოლას თანასწორობისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის და მზად ვართ ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^