1 აპრილს ჭავჭავაძის #5 ნომერში გამართული აქციის დროს დაკავებული აქციის 6 მონაწილე სასამართლომ 1500-1500 ლარით დააჯარიმა.
პოლიციამ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. ორივე მათგანი დაიღუპა.