სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია, რომლის ხელმომწერები ითხოვენ დაიშვას წვერის ტარების უფლება შეიარაღებულ ძალებში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში.
პეტიციის ადრესატები არიან საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი და პროკურატურა.
პეტიციას უკვე 1300-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
"მოგეხსენებათ,რომ დღეს თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში სავალდებულოა წვერის გაპარსვა, განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში.
ჩვენ ვერ ვხედავთ წვერის გაპარსვის აუცილებლობას და აზრს თუ რატომ აღიქმება წვერი არაჰიგიენურად და მოვითხოვთ ყველა დაწესებულებაში დაიშვას წვერის ტარების უფლება მოწესრიგებულ მდგომარეობაში-ვაკონკრეტებ მოწესრიგებულ მდგომარეობაში.
სწორედ ამიტომ,ვინც მეთანხმებით და ფიქრობთ რომ წვერის ტარება ნებაყოფლობითი უნდა გახდეს არ დაგეზაროთ და მოაწერეთ ხელი პეტიციას რათა მივაწვდინოთ ხმა შესაბამის ორგანოებს". - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.