„მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველადი პროფესიით. როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატებული მოლოდინი მაქვს. ჩემი საქართველო მინდა ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი". - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან", ლადო კახაძემ პალიტრანიუსთან საუბრისას.
„მარტო ლადო კახაძე არ შედის პარლამენტში, ის ადამიანები შედიან, რომლებიც ლადოს გამოიყენებენ. მათი ტრიბუნა და მათი ტკივილის გამხმოვანებელი უნდა გავხდე. ეს ჩემთვის არახალია. ჩემმა ასაკმა რომ გამოცდილებები დამიგროვა, ეს კიდევ ერთი პლუსია" - ამბობს კანდიდატი.