გორში მოკლული 9 წლის მოზარდის საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზით მოკლული გოგონას მიმართ ბრალდებულის მხრიდან სექსუალური ხასიათის ქმედება დასტურდება.
ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ტელეფონიდან დაკავებამდე წაშალა ჩანაწერი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედებას ადასტურებს. პროკურორის თქმით, ჩანაწერი აღდგენილია.
„სასამართლომ გამოიკვლია არა მხოლოდ ვიდეომასალა, არამედ ფოტომასალაც, ექპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ბრალში იაგო ნებიერიძის დამნაშავეობა. ეს მასალა ექსპერტიზის საფუძველზე, იაგო ნებიერიძის მობილური ტელეფონიდან არის აღდგენილი.
ჩანაწერში დაფიქსირებულია გარდაცვლილი ნანიკო ბერიაშვილი, ქმედება, რომელსაც იაგო ნებიერიძე მასთან მიმართებაში ახორციელებს და საუბარი. ეს არის იაგო ნებიერიძის მიერ გადაღებული ჩანაწერი. ის ამას მობილური ტელეფონით იღებდა, მაგრამ დაკავებამდე წაშალა. აღნიშნული ჩანაწერი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსპერტიზის ფარგლებში აღდგა, გადაღების საათისა და რიცხვის მიხედვით. ექსპერტიზის მიხედვით, ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის, ნამდვილად იაგო ნებიერიძისაა", - განაცხადა პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.