Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაღაროელების გაფიცვა ჭაითურაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს უკავშირდება - „ჯორჯიან მანგანეზი“

16 მაისი, 2019 14:55

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა. 

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ამასთან დაკავშირებით განხცადებას ავრცელებს. როგორც კომპანია გავრცელებულ განცხადებაში წერს, ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში,  მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას.

„15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს.

მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ

ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. 
გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“,-წერია გავცრელებულ განხცადებაში. 

________________

ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე დაიწყეს გაფიცვა.

„დღეს, დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხს ესაუბრებოდნენ. სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურმა დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ და მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. სავარაუდოდ, აქცია ტრესტის წინ გადაინაცვლებს. ამჟამინდელი ინფორმაციით, მაღაროელები ასე აპირებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. 

პროფკავშრის ინფორმაციით, 12 მაისს მორიგი საწარმოო შემთხვევა მოხდა სწორედ  „ვახტურ რეჟიმზე" მომუშავე კოროხნალის მაღაროში. "დილის ცვლაში ქვის ჩამოვარდნის შედეგად თავის არეში დაზიანება მიიღო თემური ცუცქირიძემ, რომელსაც საჩხერის სავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია და თავზე ნაკერები დაედო, ამჟამად დაზარალებული გადის საჩხერის სავადმყოფოში ამბულატორიულ მკურნალობას", - ამბობენ პროფკავშრში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^