Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს

17 მაისი, 2019 10:55

შინაგან საქმეთა სამინისტრო დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს.

შსს-ს განცხადებით, ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ შორის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.

"ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, 2018-2019 წლებში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში:

✓ გადამზადდნენ გამომძიებელები და პოლიციის მენეჯერები დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისა და მსხვერპლთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე;

✓ შეიქმნა სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე;

✓ ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე დაინერგა ტრენინგ-პროგრამა, რაც სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტურად ჩატარებაში დაეხმარება;

✓ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში დამამძიმებელი გარემოების სახით განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით;

✓ ამჟამად, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით;

✓ გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, შსს აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები.

2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი იქნა მიცემული (2017 წელთან შედარებით).

დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაზრდილი მაჩვენებელი დადებითად იქნა შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ. აღნიშნული უწყების მიერ მიღებულ რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით.

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილის ენის პრევენციის ღონისძიებებსა თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში" - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც შსს აქვეყნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^