„მოგვისმინეთ, თქვენთვის სათქმელი გვაქვს!“ - თბილისი პრაიდი facebook-ის გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას, ყველა ჩაგრული ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარულები. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის, ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტო“,- ნათვქმია ვიდეომიმართვაში.