„მე მხარს ვუჭერ ქალბატონ სანდრას და ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას, რაშიც ვარ დარწმუნებული, დიდი სხვაობით უგებს მეტოქეს. გისურვებ გამარჯვებას ქალბატონო სანდრა, მე მარტო ეს შემიძლია", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი, სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
„მე ძირითადად ერთი მწარე და აუტანელი ტკივილი მაწუხებს, რაზეც ჯერ სახელმწიფოსგან პასუხები არ მაქვს. ჯერჯერობით, ვერ შევძელი და ვაგრძელებ ჩემს და ჩვენს ერთობლივ ბრძოლას იმისთვის, რომ დავიცვა თემირლანის სიმართლე და დავიცვა ისევ ამ ქვეყნის ახალგაზრდობა. ვიცი, იმედდაკარგული, ხელებჩამოშვებული თუ შევწყვეტ ამ ბრძოლას, შემდგომში არავის პერსპექტივა და სურვილი არ ექნება, იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვიცი, გაჩნდება ეჭვი, აგერ მაჩალიკაშვილს არაფერი გაუვიდა, ამიტომ ჩვენ ერთად მივალთ იმ სიმართლემდე.
ქისტებს მოვუწოდებ. ჩვენი ადგილი აქ არის, სადაც მე ვდგავარ. ჩვენ არ ვერევით არჩევნებში. ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას, ჩარევას არასამართლიანი გზით. ჩვენ აქ დაველოდებით გამარჯვებასაც და სამართალს და ჩემი თხოვნა იქნება თითოეულისთვის, არ მივცეთ პროვოკაციაზე წამოგების საშუალება, არ არის საჭირ - თუ ჩვენგან ვინმე მხარს ვუჭერთ შუალედურ არჩევნებში ნებისმიერ პარტიას, ჩავიდეთ ადგილზე და იქ გამოვხატოთ. ვუსურვოთ წარმატებები ჩვენივე ოჯახებიდან. - წერს მაჩალიკაშვილი.