Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დღესვე დაიწყებს კომპანია თქვენი მოთხოვნების შესრულებას“ – გაფიცულ მაღაროელებთან პოლიტიკოსები მივიდნენ

17 მაისი, 2019 15:16

ჭიათურაში 15 მაისს, საღამოს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გაფიცვა დაიწყო. გაფიცვა კომპანიის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე გრძელდება. გაფიცულია 150-ზე მეტი მუშა. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვების გაუმჯობესებას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

გაფიცულ მუშებთან მმართველი პარტიის წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე  მივიდნენ. 

პოლიტიკოსების მისვლას მუშები შეძახილებით შეხვდნენ – „ჭიათურელ მაღაროელებს გაუმარჯოს“. ირაკლი ღარიბაშვილმა მისვლისთანავე გაფიცვის ლიდერი მოიკითხა, თუმცა უპასუხეს, რომ გაფიცვას ლიდერი არ ჰყავს და ყველას ერთად დალაპარაკებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა გაფიცულებს მიმართა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია: „პირველ რიგში, მინდა დაგიდასტუროთ სოლიდარობა. თქვენი პროტესტი არის სამართღლიანი და ამას გიდასტურებთ ჩვენი პარტიის სახელით. ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დააყენეთ, არის სამართლიანი. ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ. დღეს გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ ვსაუბრობთ ჯერ კიდევ ნორმალურ კვებაზე, ღირსეულ სამედიცინო მომსახურებაზე. თუ თქვენი პირობები არ შესრულდება, ჩამოვალთ და თქვენთან ერთად გავაპროტესტებთ". 

ერთ-ერთმა მუშამ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ამ წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ მუშების გაჭირვება მათ ყურამდე მივიდა: „როცა ჩამოდიხართ პოლიტიკოსები, ხვდებით ხოლმე ხალხს. მუშა ხალხსაც შეხვდით, გაიგეთ, რა პირობებში არიან“.

კომპანიის წარმომადგენელმა მუშებს უთხრა, რომ მათი მოთხოვნები ეტაპობრივად შესრულდება და ეს საკითხი დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე განეხილათ. ამას მუშების უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. მუშები მოითხოვენ, კომპანიამ დღესვე დაიწყოს მოთხოვნების შესრულება. 

კახა კალაძე მუშებს დაჰპირდა, რომ კომპანია ყველა მათ მოთხოვნას შეასრულებს – დაწყებული ხელფასით, დამთავრებული კვებით.

„მაღაროელებს გადაბმულად ამუშავებენ, 15 დღე ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ" - ჭიათურის პირველადი პროფკავშირი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^