Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: სახელმწიფოს ღონისძიებები ლგბტ ადამიანების დასაცავად არასაკმარისია

17 მაისი, 2019 15:39

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ლგბტ+ თემი წელს 17 მაისს ღიად ვერ აღნიშნავს. ეს კი უკან გადადგმული ნაბიჯია თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების გზაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანი ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა, თუმცა ბოლო წლებში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დასაცავად არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს. სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა.

„სამწუხაროა, რომ ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ+ ადამიანები განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი.

ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, აუცილებელია, გენდერული თანასწორობისკენ მიმართულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებში აისახოს ლგბტ+ პირების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დღის წესრიგი.

ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კი თემის პრობლემების გადაჭრის მიზნით სისტემური ხედვის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე უნდა ჩაერთვნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^