Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მორალური, რელიგიური შეხედულებები ვერასდროს ვერ იქნება უფლებების შელახვის გამართლება - საერთაშორისო პარტნიორები

17 მაისი, 2019 16:05

„ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას", - ამის შესახებ საუბარია საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.

„საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით.  გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა არაერთი საერთაშორისო კონვენცია იქნა რატიფიცირებული, რომლებიც ისევე კრძალავენ დისკრიმინაციას ლგბტ+ თემის მიმართ, როგორც რასის, სქესის, რელიგიის, ან პოლიტიკური რწმენის საფუძველზე იკრძალება დისკრიმინაციული მოპყრობა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო ასევე იღებს  სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელების უფლებების დაცვის ვალდებულებას.

ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებები თვალსაჩინოა.

აღსანიშნავია, უკანასკნელ  წლებში მიღწეული პროგრესიც ადამიანის უფლებათა დაცვის არეალის გაფართოების მიმართულებით. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და დეპარტამენტის მიერ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის მიზნით გატარებული სამუშაოები.

თუმცა, ლგბტ+ თემის ყოველდღიური რეალობა, ხშირად შორსაა  სამართლებივი გარანტიებისაგან. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მარტო მათი ფუნდამენტურიუფლებები, არამედ ხდება თემის წევრების საზოგადოებიდან გარიყვა და მათი მოწყვლადობის გაზრდა.

ლგბტ+ თემის წევრების უფლებრივი მდგომარეობა აღბეჭდილია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები დისკრიმინირებულნი არიან სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.  2018 წელს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ძალადობა (ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური) და დისკრიმინცია ლგბტ+ პირების წინააღმდეგ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული“. ევროპის საბჭოს ევროპული კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ 2016 წლის მოხსენებაში საქართველოს შესახებ ასევე დაფიქსირებულია სიძულვილის ენისა და ძალადობის არსებობა ლგბტ+ თემის მიმართ.

მსგავსი დასკვნები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციებს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს განახორციელონ მტკიცე ქმედებანი, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობა აისახოს პრაქტიკაში და თითოეული ადამიანს საქართველოში - მათ შორის ლგბტ+ ადამიანებს - შეეძლოთ საკუთარი უფლებების სრულფასოვანი განხორციელება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კულტურული, რელიგიური თუ მორალური შეხედულებები - იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ იზიარებს უმრავლესობა - ვერასდროს იქნება ადამიანის უფლებების შელახვის გამართლება. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მოვუწოდებთ შეიქმნას ყოვლისმომცველი სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ტოლერანტობის სწავლებაზე   გაკეთდება. და ბოლოს, მოვუწოდებთ უზრუნველყოფილ იქნეს  ლგბტ+ ადამიანების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუბრკოლებლად გამოყენება.

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა, გამოვთქვამთ მზადყოფნას დავეხმაროთ პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, პოლიტიკურ ლიდერებს, რელიგიურ და სათემო ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ფართო საზოგადოებას, ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესრულებაში და მრავალფეროვნების ღირებულებაზე დაყრდნობილი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც ეთანხმება მდგრადი განვითარების სულისკვეთებას -  არავინ ყურადღების მიღმა", - ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა, და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^