Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა - კვლევა

17 მაისი, 2019 16:54

„ღია საზოგადოების ფონდმა“ გამოაქვეყნა პოლიტიკის სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც ეხება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესებას.  აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევას, რომელიც, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2018-2019 წლებში განახორციელა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ინსტიტუციურ დონეზე მდგრადობისა და ეფექტიანობისკენ მიმართული დადებითი ტენდენციები ვლინდება, თუმცა ეთნიკურ უმცირესობათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტიზაცია საბიუჯეტო დონეზე ფინანსურ უზრუნველყოფაში არ აისახება.

„მთავარ გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციებისა და სათემო გაერთიანებების არამდგრადობა და არასაკმარისი მზაობა, დამოუკიდებლად აწარმოონ სამოქალაქო აქტივიზმი“, - წერია კვლევაში.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას. 

რესპონდენტთა დაახლოებით 70%-ს ან არ გაუგია, ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაიმე მიმართულებით. ზოგადად, კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა დაბალია, რესპონდენტთა მხოლოდ  12.6% აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების კუთხით - იმ რვა მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა), რომლებიც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილითაა დასახლებული, საშუალოდ 779 ეთნიკურად ქართველს ჰყავს ერთი წარმომადგენელი საკრებულოში, მაშინ როდესაც 1,116 სომხურ და 2,945 აზერბაიჯანულ მოსახლეობას თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს ამ ორგანოში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2 წლის განმავლობაში რესპონდენტთა მხოლოდ 14.4%-ს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად. რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (83.6%-ს) თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა და ა.შ.) არ მიუღია მონაწილეობა“, - წერია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 

დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, თუ რამდენად ინფორმირებულნი არიან ეთნიკური უმცირესობები და როგორია მედიის როლი.

 გამოკითხვის მიხედვით ვლინდება, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ პრაქტიკულად ყოველი მეორე რესპონდენტი (49.7%) თითქმის ყოველდღე იღებს, 17.1% - კვირაში რამდენჯერმე, ხოლო 17.8% საერთოდ არ იღებს/არ ეცნობა სოციალურ-პოლიტიკურ სიახლეებს.

„აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართული ენის ცოდნაც. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ ის რესპონდენტები, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონე ყველაზე მაღალია“.

საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ქართულად იღებს რესპონდენტთა 54.9%, რუსულად 26.6%, სომხურად 7.1%, აზერბაიჯანულად 6.8%, თურქულად 1.8% და ოსურად – 1.5% 

__________________

კვლევის ფარგლებში მიღებული მონაცემები ეყრდნობა მასობრივ გამოკითხვას ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ, რომელიც ჩატარდა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, თბილისსა და ბათუმში. გასათვალისწინებელია, რომ ქალაქის ტიპის დასახლებებში გამოიკითხნენ მცირე ეთნოსების წარმომადგენლები (კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 20.7%) , რომელიც რუსულენოვან, ქურთ/იეზიდ ან ბოშების თემს აკუთვნებს თავს. გამოკითხულთა 20.5% ეკუთვნის სომხურ, 20.2% აზერბაიჯანულ, 20.1% ქისტ, 18.6% ოს თემს, რომლებიც კომპაქტურად არიან განსახლებულნი ქვეყნის სამხრეთით – სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, აღმოსავლეთით – კახეთის რეგიონში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^