Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩანაწერში ვესაუბრებოდი პაციენტს, რომელსაც კბილების პროთეზირება გავუკეთე - გია დანელია

17 მაისი, 2019 18:37

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დეპუტატ გია დანელიას დაკითხვა დასრულდა. როგორც თავად ჟურნალისტებთან აცხადებს, ვიდეოჩანაწერში ესაუბრებოდა პაციენტს, რომელსაც კბილის პროთეზირება გაუკეთა.

„15 წლის წინ გავუკეთე კბილების პროთეზირება, მან დაახლოებით ორ წელიწადნახევრის წინ დამირეკა და მითხრა, სურვილი მაქვს კონსულტაციისო, ჩვენ პოლიკლინიკის წინ ვისაუბრეთ დაახლოებით 30 წუთი, ასევე ვისაუბრეთ თხილის შეწამვლაზე და სხვა თემებზე. ვინაიდან ის იყო ჩემი თანასოფლელი მასთან ყოველთვის მქონდა ნორმალური ურთიერთობა. ვიდეოს რომ გადახედოთ, ეს არ არის ერთი ტექსტი, ეს არის მონტაჟი, ვაპირებ ჩემი უფლებების დარღვევის და ასევე ხელისფლების დისკრედიტაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს არის „ნაცბანდის“ ხელწერა“, - განაცხადა დანელიამ 


14 მაისს „კურიერმა" ავტომანქანაში გადაღებული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრი მეორე პირს უხსნის, თუ რა დავალებები „მოვიდა ზევიდან". 

„თათბირზე ვიყავი ახლა და თბილისიდან იყო წარმომადგენელი. კაროჩე, ნებისმიერი მეთოდით იმუშავეთო, ტერორით, დედა... მოსყიდვა - მოისყიდეთო, გასატაცებელია - ყველაფერზე თანხმობაა მიცემულიო", - ისმის „კურიერის" ჩანაწერში. 

ვიდეოჩანაწერის თანახმად, „ქართული ოცნება", სავარაუდოდ, ოკუპირებულ გალის რაიონში არჩევნებში გამარჯვების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებთან თანამშრომლობს. 

„გალელ მაყურებლებს უნდა შევხვდე დღეს, გამიგე? მაგიტომ გამოვედი. გუშინ ინფორმაცია მივიღე, საზღვარი იკეტება. 30 კაცი გადმოდის. რა ჰქვია იმას, ოთარ თორდია და გიზო. ესენი ამ კაცს დაუკავშირდნენ და გადმოდიან.

დაიკეტება და იქით ხალხს დავკარგავთ. მითხრეს, რომ 30 კაცი გარანტირებული იყო" - ისმის ჩანაწერში. 

პირი, რომელიც, სავარაუდოდ, ჩანაწერში ჩანს, „რუსთავი 2-თან" საუბარში ჩანაწერის ავთენტურობას უარყოფს: „ჩემი ხმა არ არის, ფალსიფიცირებულია, ეს მე არ ვარ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^