„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა ანგარიში თუ რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები. ანგარიშის თანახმად 11 კანდიდატი ქონებას არ ფლობს.
2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ხუთ მუნიციპალიტეტში მერობისთვის ჯამში პარტიების მიერ წარდგენილი და დამოუკიდებელი 71 კანდიდატი იბრძვის: მათ შორის, 15-15 - ზუგდიდში, მარნეულსა და ზესტაფონში, 13-13 კი ხულოსა და ჭიათურაში. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის 20 კანდიდატია დარეგისტრირებული.
კანდიდატები, რომლებიც ქონებას არ ფლობენ:
ზუგდიდის მერობის კანდიდატები
თენგიზ ჯგუშია - დამოუკიდებელი კანდიდატი
შავლეგ თოდუა - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
ლიკა ბუკია - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”
დავით თორდია - დამოუკიდებელი კანდიდატი
მარნეულის მერობის კანდიდატები
აგილ მუსტაფაევი -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზოცია”
ლეილა ხარაიშვილი -პარტია „საქართველოს”
ზესტაფონის მერობის კანდიდატები
პაატა ბაკურაძე - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”
ვახტანგ რობაქიძე -დამოუკიდებელი კანდიდატი
მთაწმინდის ოლქის პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული კანდიდატები
ვლადიმერ კახაძე - „ქართული ოცნება”
ლევან იოსელიანი - დამოუკიდებელი კანდიდატი
გრიგოლ გეგელია - დამოუკიდებელი კანდიდატი
წაიკითხეთ ვრცლად კანდიდატების ქონების შესახებ