Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოცნებამ" შუალედური არჩევნებისთვის 1 847 089 ლარი მიიღო, ენმ-მ - 190 085 - აუდიტი

17 მაისი, 2019 20:02

სახელმწიფო აუდიტის სამსახური შუალედური არჩევნების ფინანსური აქტივობების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 

2019 წლის 19 მაისის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 18 პარტია, 1 ბლოკი და 20 დამოუკიდებელი კანდიდატი.

ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში მიღებულია 2 844 372 ლარის შემოსავალი, საიდანაც დაახლოებით 60%-ს შემოწირულებები შეადგენს.

აქედან, ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“, სულ 1 847 089 ლარია. ამ თანხიდან შემოწირულობებმა შეადგინა 1 589 500 ლარი, საბიუჯეტო შემოსავალმა -  173 420 ლარი, მიზნობრივმა დაფინანსებამ - 84 169 ლარი. 

„ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი დაფინანსება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ (ჯამში 190 085 ლარია) და „ევროპულმა საქართველომ“ (183 548 ლარი) მიიღო. 

პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან იოსელიანს შემოწირულობები  არ მიუღია. საბიუჯეტო და მიზონბრივი სადფინანსებით სულ 37 335 ლარი მიიღო.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ სულ 4, 095 ლარი მიიღო. ეს თანხა მხოლოდ შემოწირულობებია, სხვა შემოსავალი მას არ მიუღია.

პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 20 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში დაიხარჯა სულ  1 903 023 ლარი, რაც ძირითადად რეკლამებსა და შრომის ანაზღაურებაზე ნაწილდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^